შპს აუდიტურ საკონსულტაციო კორპორაცია ”ინტერაუდიტი” (საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საბჭოს ლიცენზია 8 N 016 გაცემული იქნა 1999 წლის 20 სექტემბერს უვადოდ, დაფუძნებულ იქნა 1995 წლის 31 მაისში რეგისტრაციის N03/4-8) წარმოადგენს რიგით ერთერთ პირველ აუდიტორულ ფირმას საქართველოში.
ჩვენი კომპანია რეგისტრირებულია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის, აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში, სარეგისტრაციო N SARAS-F-772409; 07.02.2017
საზოგადოების ჩამოყალიბების მისია იყო საქართველოში მაღალხარისხიანი, აუდიტორული მომსახურეობის დანერგვა, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებიდან გამომდინარე და შესაბამისი მენტალიტეტის დამკვიდრება.
ბიზნესისთვის საკონსულტაციო მომსახურეობის გაწევა, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებული კანონების და კანონქვემდებარე აქტების სწორად აღქმაში დახმარება, რომელიც ძალიან საჭირბოროტო საკითხია ბიზნესისთვის.
საზოგადოებაში საქმიანობენ სერთიფიცირებული აუდიტორები და ბუღალტრები, მაღალკვალიფიცირებული ექსპერტ-ფინანსისტები, იურისტები, რომელთაც გააჩნიათ აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობის მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 20 წლისსტაჟი.
დასაქმებულია 2 სერთიფიცირებული აუდიტორი, 6 მაღალკვალიფიციური ბუღალტერი და 5-მდე სხვადასხვა კვალიფიკაციის ექსპერტი. მათ გააჩნიათ საჭირო ენობრივი და ტექნიკური (კომპიუტერული) კვალიფიკაცია.